დღეს, 25 იანვარს, ვატიკანის იუბილეს დროს სიტყვით გამოსვლისას, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფილიპინელმა ჟურნალისტმა მარია რესამ საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და მზია ამაღლობელზე ისაუბრა.
„საარჩევნო პროტესტს ვხედავთ მთელ მსოფლიოში, ვენესუელიდან მოზამბიკამდე. არის საქართველოშიც, სადაც ფართომასშტაბიანი პროტესტი დაიწყო გასული წლის აპრილის შუა რიცხვებში, მაგრამ დეკემბრიდან უკვე ყოველდღიურ პროტესტად გადაიქცა. და დღეს მესამოცე დღეა, რაც საქართველოს ქუჩებში მასობრივი პროტესტი მიმდინარეობს.
ჟურნალისტები, აქტივისტები ნაცემი და დაპატიმრებული არიან. ჟურნალისტებს პროტესტის დროს ეჭირათ ჩემი წიგნი, რომლის სათაურია „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. გამომძიებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი საპატიმროში დღეს შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს. მან თქვა: იმიტომ რომ არ შემიძლია გავჩუმდე“, – თქვა მარია რესამ სიტყვით გამოსვლისას.
ნეტგაზეთის ცნობით, მარია რესას გამოსვლას თვალს მილიონობით ადამიანი ადევნებდა. მისი წიგნი „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ ქართულ ენაზე გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.