რეგიონი
სომხეთში მაღაზიების, რესტორნებისა და ბარების ნაწილი იხსნება
ხვალიდან, 4 მაისიდან სომხეთში ზოგიერთი დაწესებულება მუშაობას იწყებს. კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების განკარგულება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტიგრან ავინიანმა გასცა.
ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში ვირუსის 2 386 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 35 ადამიანი.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სომხეთში ვირუსის გავრცელების ყოველდღიური მაჩვენებელი 100-ზე მეტია.
ამ ეტაპზე, სომხეთში სავაჭრო ცენტრები, სკოლები და უნივერსიტეტები დახურულია.
ჯერჯერობით კვლავ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
Տարածեք :