რეგიონი
ახალქალაქში აქციის მონაწილეები ქალაქის მერს ხვდებიან
ახალქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მონაწილოეები საქართველო-სომხეთისა და საქართველო-რუსეთის საზღვრების გახსნას მოითხოვენ. 50-მდე პირი ახალქალაქის მერსა და მის მოადგილეს ამ წუთებში ხვდება. აქციის წევრები ქალაქის მერმა იური უნანიანმა შეკრებილებს განუმარტა, რომ საზღვრების გახსნა მათ კომპეტენციაში არ შედის.
"ჩვენც თქვენსავით პატარა ადამიანები ვართ. საზღვრების გასხნა ჩვენს ხელში არ არის. მეც მყავს ახლობლები, მაგრამ ხალხო, გაიგეთ, რომ პანდემიაა და ამიტომ არის საზღვრები დღემდე დაკეტილი", - განაცხადა იური უნანიანმა.
ახალქალაქში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საზღვრების გახსნის მოთხოვნით, უკვე მეორედ იმართება. თავიანთი მოთხოვნები ნინოწმინდა-ახალქალაქის მოსახლეობამ, პირველად 31 იანვარს გააჟღერა. აქცია დღეს, 3 თებერვალს ქალაქის ცენტრში 14:00 საათიდან მიმდინარეობს.
Տարածեք :