უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საგანგებო მდგომარეობა დღეიდან 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
კანონპროექტი უკრაინის პარლამენტმა ახლახანს დაამტკიცა. კანონპროექტი მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას დააწესოს "კომენდანტის საათი" საჭიროების შემთხვევაში. უკრაინა დააწესებს შეზღუდვებს ციფრული და რადიო საკომუნიკაციო სერვისების მთელ რიგზეც, რამაც, მთავრობის თქმით, შესაძლოა სიტუაციის გამწვავება გამოიწვიოს.
გარდა ამისა, სამხედრო რეზერვისტებს ქვეყნის დატოვების უფლება არ ექნებათ. დეკლარაციით საგანგებო მდგომარეობა ეხება მთელ უკრაინას, ორი აღმოსავლეთის რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის გარდა. შეგახსენებთ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარდა. კანონპროექტი რადას წარედგინა დასამტკიცებლად.
interpressnews.ge