რეგიონი
რუსებმა ჩვენი ბავშვები „ომის შვილებად“ აქციეს
რუსებმა ჩვენი ბავშვები „ომის შვილებად“ აქციეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი ბავშვების მეხსიერებაში დარჩება.
„რუსებმა ჩვენი ბავშვები „ომის შვილებად“ აქციეს. ისინი, ვისაც სარდაფებში სძინავთ, გამუდმებით არიან სარაკეტო სროლების ქვეშ, რომლებიც ხედავენ შეიარაღებული დამპყრობლების სროლებს და ძარცვას. ჩემი 7 წლის შვილი ომს ხედავს ისე, როგორიც არის ნახატზე. ახლა, ეს ყველაფერი ჩვენი შვილების მეხსიერებაშია“, - წერს პოდოლიაკი.
Տարածեք :