რეგიონი
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაში ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ,,ტვიტერის" გვერდზე დაწერა. მისი თქმით, "თურქეთის სოლიდარობა ურყევი რჩება".
"ჩემი უკრაინელი კოლეგა და მეგობარი, მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაში მივიღე. თურქეთის სოლიდარობა ურყევი რჩება. მადლობელი ვართ, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც თურქეთის დიპლომატიური მცდელობისთვის, რათა რუსეთის დამანგრეველ ომს, უკრაინის წინააღმდეგ, ბოლო მოეღოს", - წერს კულება.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას, ქალაქ ლვოვში, ყირიმელი თათრების საკოორდინაციო ცენტრში შეხვდა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ:
"ანტალიის შემდეგ, შევხვდი ჩემს უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას, ამჯერად ლვოვში. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენი ძალისხმევა გაგრძელდება ომის დასასრულებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად", - წერს ჩავუშოღლუ ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ 15 მარტს უკრაინაში პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ და ომში ჩართულ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ასევე ნახეთ:
Տարածեք :