რუსული ქვედანაყოფები მძიმე დანაკარგებს განიცდიან
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ უახლესი სადაზვერვო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსული ქვედანაყოფები, რომლებიც მძიმე დანაკარგებს განიცდიდნენ, იძულებული გახდნენ, ბელარუსსა და რუსეთში, რეორგანიზაციისა და მომარაგების მიზნით დაბრუნებულიყვნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„რუსული ქვედანაყოფები, რომლებიც მძიმე დანაკარგებს განიცდიან, იძულებული გახდნენ, რომ ბელარუსსა და რუსეთში რეორგანიზაციისა და ხელახალი მომარაგებისთვის დაბრუნებულიყვნენ. ასეთი აქტივობა კიდევ უფრო მეტ ზეწოლას ახორციელებს რუსეთის ისედაც მძიმე ლოჯისტიკურ მდგომარეობაზე და მეტყველებს იმაზე, თუ რა სიძნელეებს აწყდება რუსეთი, უკრაინის ტერიტორიაზე რეორგანიზაციისას. რუსეთი, სავარაუდოდ მასობრივი საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებით, სახმელეთო მანევრირების შესაძლებლობის კომპენსაციას გააგრძელებს. რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის შეტევაზე ფოკუსირება მდუმარე აღიარებაა იმისა, რომ რუსეთი, წინსვლის ერთზე მეტი მნიშვნელოვანი ღერძის შენარჩუნებისთვის იბრძვის“, - ნათქვამია განცხადებაში.