პოლკოვნიკ ოლეგ გეგეჭკორს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების 216 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„ტრადიციულად საღამოს მოვაწერე ხელი ბრძანებებს ჩვენი დამცველების დაჯილდოების შესახებ. სახელმწიფო ჯილდოები გადაეცა უკრაინის შეიარაღებული ძალების 216 სამხედრო მოსამსახურეს. უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა პოლკოვნიკ ოლეგ გეგეჭკორს, სიკვდილის შემდეგ“,- განაცხადა ზელენსკიმ.