რუსეთმა ესტონეთის საზღვრიდან 1000-მდე უკრაინელი გაიტაცა - უკრაინული მედია
რუსეთ-ესტონეთის საზღვართან, რუსეთის მხარეს, ბოლო დღეების განმავლობაში ათასზე მეტი ადამიანი, ძირითადად უკრაინელები, შეიკრიბა. მათ ესტონეთში შესვლას ხელი რუსეთის ხელისუფლებამ შეუშალა, რის გამოც სასაზღვრო პროცედურები გაჭიანურდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაური ლაიანემეტსმა განაცხადა, რომ რუსებმა ეს ადამიანები გაურკვეველ მიმართულებით წაიყვანეს.
„ჩასვეს სატვირთო მანქანებში და წაიყვანეს, სად წაიყვანეს, არ ვიცით, პოლიცია და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ამჟამად ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად მუშაობენ“, - აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის ინფორმაციით, სამართალდამცავები დრონებს იყენებენ იმის გასარკვევად, აგზავნის თუ არა რუსეთის ხელისუფლება ამ ადამიანებს სასაზღვრო ზოლისკენ, როგორც ეს ბელარუსში, ლიეტუვასა და ლატვიის საზღვართან, გასულ წელს გააკეთეს.