რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებმაც აღიარონ - გრიგორი კარასინი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებმაც აღიარონ, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა“. აღნიშნული განცხადება კარასინმა Sputnik Южная Осетия-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, ეს რთული საკითხია, რადგან ამ იდეასთან დაკავშირებით დასავლეთს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს აღიარება მოხდება.
„რუსეთი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების წინ წაწევისკენ მიმართულ მუშაობას გააგრძელებს“, - განაცხადა კარასინმა.