რეგიონი
რუსეთთან თანამშრომლობა ქართველი ხალხის "ინტერესებშია"
დსთ-ს გენერალური მდივანი, სერგეი ლებედევი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ ქართველი ხალხი ხვდება "დამოუკიდებელი კურსის" შენარჩუნებისა და მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან "თანამშრომლობის" მნიშვნელობას.
,,დასკვნა თავისთავად ლოგიკურია: ხალხი ხვდება მნიშვნელობას ქართველი ხალხისთვის შეინარჩუნონ დამოუკიდებელი კურსი, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს პასუხობს. და ის, რომ თანამშრომლობა მეზობლებთან სამხრეთ კავკასიაშიც, ჩრდილოელ მეზობლებთანაც, პირველ რიგში, რუსეთთან, პასუხს სცემს ქართველი ხალხის ინტერესებს - ეს ეჭვგარეშეა", - თქვა ლებედევმა ჟურნალისტებთან.
ლებედევმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების განცხადებები, რომ მზად არიან აღადგინონ კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან, დსთ-ს სხვა ქვეყნებთან და არ ემხრობიან სანქციებს, არ შეიძლება არ იყოს გასახარებელი.
Տարածեք :