ახალქალაქელმა არტიუშ გომციანმა, ევროპის საერთაშორისო კრივის ჩემპიონატზე მე-3 საპრიზო ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
7-17 მარტს, რუსეთში, ქალაქ ვლადიკავკაზში კრივის საერთაშორისო ჩემპიონატი, 19-22 წლის ასაკის ვაჟებსა და გოგონებს შორის ჩატარდა.
ჩემპიონატს ევროპის 29 სახელმწიფოდან 250 სპორტსმენი ესტუმრა. საქართველო აღნიშნულ ჩემპიონატზე 8 სპორტსმენით წარსდგა.
მათგან სამი - 52 კგ, 56 კგ და 91 კგ წონით კატეგორიებში ვაჟები ასპარეზობდნენ, ხოლო 51 წონით კატეგორიაში გოგონა.
ოთხივე მათგანმა მესამე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულ ვაჟებს შორის არის საქართველოს ზრდასრულთა კრივის ორმაგი ჩემპიონი 20 წლის არტიუშ გომციანი, რომელიც ახალქალაქში, სპორტულ სკოლაში ვარჯიშობდა.
ორ ბრძოლაში, ბრწყინვალე გამარჯვების მოპოვების შემდეგ არტიუში ნახევარ ფინალში გავიდა, სადაც მეტოქესთან დამარცხდა.