სპორტი
ჩემპიონატში ბორჯომელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ზაფხულის სპორტული პროგრამის ფარგლებში კიკბოქსში ჩემპიონატი გაიმართა.
ცენტრალურ პარკში რინგი მოეწყო და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ჩემპიონატში მონაწილეობა ბორჯომელმა სპორტსმენებმაც მიიღეს და ყველა ორთაბრძოლა მათი მოგებით დასრულდა.
გამარჯვებულებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ და საქართველოს კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ჭურაძემ, სასპორტო სკოლის დირექტორმა გოგა რაზმაძემ სპეციალურად ამ ტურნირისათვის დამზადებული ქამარი, სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცეს.
ტურნირის გამარჯვებულები 500, ხოლო მეორე ადგილზე გასულ სპორტსმენები 300 ლარით დაჯილდოვდნენ.
სიგელები გადაეცათ მონაწილე სპორტსმენების მწვრთნელებს.
სპორტულ შეჯიბრებას ორგანიზება ბორჯომის სასპორტო სკოლამ გაუწია.
Տարածեք :