სპორტი
ქართველმა მოციგურავეებმა ოქროს მედლები აიღეს
ქართველმა მოციგურავეებმა გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ სპორტულ ცეკვებში ყინულზე ხორვატიის გრან-პრიზე ოქროს მედლები აიღეს.
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იუნიორთა შორის გრან -პრის მეექვსე ეტაპზე გათამაშდა მედლების კომპლექტი სპორტულ ცეკვებში, რომელშიც მონაწილეობდა 14 ქვეყნის 17 წყვილი.
ქართველი სპორტული წყვილის მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიასათვის ეს სერიის მეორე ეტაპი იყო რიგაში გამართული ტურნირის შემდეგ. ამ ეტაპის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა გრან - პრის ფინალური საგზურის მოსაპოვებლად და 5-9 დეკემბერს იტალიის ოლიმპიურ ქალაქ ტურინში გასამგზავრებლად.
ზაგრებში მოკლე და თავისუფალ პროგრამებში მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ ღირსეულად იასპარეზეს, სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენეს ორივე პროგრამაში და ჯამური 169 , 22 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს.
Տարածեք :