სპორტი
ახალციხელი მძლეოსნები საქართველოს ჩემპიონატიდან საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ
6 ოქრო, 5 ვერცხლი და 3 ბრინჯაო - ამ შედეგით დაბრუნდა ახალციხის მძლეოსანთა ნაკრები საქართველოს ჩემპიონატიდან. ოქროს მედლები ოთხმა სპორტსმენმა გადაინაწილა:
- მინდია ენდელაძე - 2 ოქროს მედალი, 400 და 200 მეტრ დისტანციებზე რბენაში;
- მარი კაპანაძე - 2 ოქროს მედალი, 3000 და 5000 მეტრ დისტანციებზე რბენაში;
- გაიანე უსტიანი - 1 ოქროს მედალი 800 მეტრ დისტანციაზე რბენაში;
- ირინა მიკიტიუკი - 1 ოქროს მედალი სიგრძეზე ხტომაში.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს:
- შალვა ლეკიშვილი - 60 მეტრ დისტანციაზე რბენაში;
- ასია ჩარუხჩიანი - 800 მეტრ დისტანციაზე რბენაში;
- გაიანე უსტიანი - 1 500 მეტრ დისტანციაზე რბენაში;
- ვლადიმერ შუშანიანი - 800 მეტრ დისტანციაზე რბენაში;
- ამანათრბენი 4x200.
ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ:
- არსენ იშხანიანი - 1 500 მეტრ დისტანციაზე რბენაში;
- ირინა მიკიტიუკი - სიგრძეზე ხტომაში;
- ვლადიმერ შუშანიანი 400 მეტრ დისტანციაზე რბენაში.
საქართველოს ზამთრის ეროვნული ღია ჩემპიონატი 7-9 თებერვალს თბილისში, მძლეოსნობის სასახლეში ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს მძლეოსნებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ასევე სომხეთიდან და უკრაინიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა.
Տարածեք :