მესხეთის ,,ტაო" სტეფანწმინდის ,,ყაზბეგს" დაუპირისპირდა
დღეს, 21 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“ სტეფანწმინდის „ყაზბეგს“ დაუპირისპირდა. თამაში, თბილისში, ავჭალის სტადიონზე გაიმართა. შეხვედრა ანგარიშით 41:18 „ტაოს“ დამარცხებით დასრულდა.
„ტაოს“ პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე ამბობს, რომ გუნდის დამარცხების მიუხედავად, თამაშით მაინც კმაყოფილია.
„ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა. ძალები ბოლომდე დახარჯა. მართალია წავაგეთ, რადგან "ყაზბეგი“ ძლიერი გუნდი. მას აბსოლუტურად ყველა თამაში მოგებული აქვს“, - ამბობს ირაკლი გვენეტაძე.
დღევანდელი თამაშით დასრულდა „ბ“ ქვეჯგუფის თამაშები. მესხი მორაგბეები სამეულში მოხვდნენ და შემდეგი „ა“ ქვეჯგუფის გუნდების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ემზადებიან. თუ რომელი გუნდები მოხვდნენ „ა“ ქვჯგუფში, ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა.
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის „ბ“ ქვეჯგუფში ასპარეზობს.
„ტაომ“ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ბოლო თამაში გასულ კვირას გამართა. მესხი მორაგბეები ჭიათურის „იმერეთს“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ასპინძის რაგბის ბაზაზე გაიმართა და ანგარიშით - 55:7, „ტაოს“ სასარგებლოდ დასრულდა.