მესხი მორაგბეები თბილისის „ხვამლთან“ დამარცხდნენ
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი ტაო თბილისის გუნდ „ხვამლთან“ ანგარიშით 36:3 დამარცხდა. შეხვედრა, 3 აპრილს 14:00 საათზე, ასპინძის რაგბის ბაზაზე გაიმართა.
„ტაოს“ პრეზიდენტის, ირაკლი გვენეტაძის განცხადებით მესხი მორაგბეები შემოდგომის სეზონისთვის ემზადებიან.
„ისევ ფავორიტ გუნდთან გვქონდა თამაში, „ხვამლისთვის“ ბევრად მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება, ვიდრე ჩვენთვის. თამაშზე იმ ფაქტორმაც იმოქმედა, რომ ჩვენი რამდენიმე მოთამაშე დაშავდა, ამიტომ მათი შეცვლა მოგვიწია“ - აცხადებს „ტაოს“ პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე.
მესხი მორაგბეები ექვსეულში მეხუთე ადგილს იკავებენ, მათ ჯამში რვა თამაში ჩაატარეს, მათგან ორი მოიგეს, ხოლო 6 წაგებით დაასრულეს.
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბ „ტაოს“ კიდე ორი მნიშვნელოვანი თამაში ელის, უახლოეს მომავალში ის თბილისის გუნდ „არმიას“ და თელავის „ჭადარს“ დაუპირისპირდება. „ჭადართან“ დაპირისპირებისას მესხი მორაგბეები „ერეკლე II-ს“ თასისთვის იბრძოლებენ.