„ტაო“ თბილისის „არმიას“ დაუპირისპირდა
დღეს, ცხრა აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“ თბილისის „არმიას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ასპინძის რაგბის ბაზაზე გაიმართა და 5: 67ანგარიშით, მესხი მორაგბეების დამარცხებით დასრულდა.
მესხი მორაგბეები ექვსეულში მეხუთე ადგილს იკავებენ, რაც შეეხება თბილისის „არმაის“, ის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბ „ტაოს“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში ელის, უახლოეს მომავალში ის თელავის „ჭადარს“ შეხვდება. ამ დაპირისპირებისას მესხი მორაგბეები „ერეკლე II-ს“ თასისთვის იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ მესხმა მორაგბეებმა ერეკლე II-ს თასი 21 მარტს თელავში, სარაგბო კლუბ „ჭადართან“ დაპირისპირებისას მოიპოვეს. შეხვედრა ანგარიშით 42:28 მესხი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.