ადიგენელი ანრი ხოზრევანიძე ევროპის ჩემპიონია
ადიგენელი ანრი ხოზრევანიძე ევროპის ჩემპიონია. რუმინეთში მიმდინარე ევროპის პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 51კგ წონით კატეგორიაში, სოფელი ზანავის მკვიდრმა ანრი ხოზრევანიძემ ფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე ვადატ გასიმლი 4-1 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ეს საქართველოს ნაკრების მეორე ოქროს მედალი იყო მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე. ოქროს მედალი 14 წლის ვახტანგ ლოლუამაც მოიპოვა.
საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.