სარაგბო კლუბმა "ტაომ" საქართველოს ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა
სარაგბო კლუბმა "ტაომ" საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი მატჩი გამართა. გორის სარაგბო კლუბთან ტაოელებმა გამარჯვება სრული უპირატესობით მოიპოვეს.
მატჩის პირველი ტაიმი "ტაოს" სასარგებლოდ ანგარიშით 33:0 დასრულდა. ტაოელებმა მეტოქეს ქულის აღების საშუალება არც მეორე ტაიმში მისცეს და თამაში ანგარიშით 52:0 დაასრულეს.
"უფრო დაძაბულ თამაშს ველოდებოდით მართალი რომ გითხრათ, მაგრამ ჩვენებმა ძალიან იყოჩაღეს სიჩქარეში, ტექნიკურ კომპონენტში ვაჯობენ და პირველივე ტაიმში გატყდა გორის გუნდი. პრეიალური ქულაც ავიღეთ. 5 ქულა ავიღეთ და მგონი კარგი სანახავი იქნება ცხრილი, იმიტომ რომ პირველ ადგილზე ვიქნებით. ასეთი ანგარიშით ვერავინ ვერავის მოუგო", - აღნიშნავს სარაგბო კლუბ "ტაოს" მენეჯერი ირაკლი გვენეტაძე.
ტაოელების მომდევნო შეხვედრა ბორჯომის გუნდთან ასპინძის სარაგბო ბაზაზე გაიმართება.