სპორტი
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის შეჯიბრებების ნაწილი გადაიდო
ძლიერი ქარის გამო, ბაკურიანში, სადაც ზამთრის სპორტის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სკი კროსის ფინალი და ფრისკი სლოუფსტაილის კვალიფიკაცია 26 თებერვლამდე გადაიდო. ორივე სახეობაში მონაწილეები 10: 00 სთ-დან დაიწყებენ. ჩემპიონატის ფარგლებში, ბაკურიანს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი იოჰან ელიაში ესტუმრა.
ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების უფლების მოპოვებაში, საქართველოს სათხილამურო სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი პატრიკ ლანგი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.
მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში, რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, ოფიციალურად 19 თებერვალს დაიწყო და 5 მარტს დასრულდება.
Տարածեք :