ადიგენელ სპორტსმენს ანრი ხოზრევანიძეს საჩუქრად ბინა გადასცეს
ადიგენელ ჩემპიონს ანრი ხოზრევანიძეს საჩუქრად თბილისში ბინა გადასცეს. სპორტსმენის საჩუქარი სამშენებლო კომპანია " ლეველი +"- მა უზრუნველყო.
"ყველაზე დიდი საჩუქარი მივიღე. ემოციებისგან სიტყვები არ მყოფნის. საოცნებო ბინა დედაქალაქში. ამ სიურპრიზს ნამდვილად არ ველოდი.
ჩვენი შრომის დაფასება სამშენებლო კომპანია " ლეველი +"- მა გადაწყვიტა. ძალიან დიდი მადლობა სპორტის წახალისებისთვის კომპანიას და მის მფლობელს.
დღეიდან პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გამიძლიერდა. ყველა გულშემატკივარს ვპირდები გავაგრძელებ შრომას ახალი მიღწევებისთვის" - წერს სოციალურ ქსელში სპორტსმენი.
შეგახსენებთ, რომ ადიგენელმა სპორტსმენმა, ანრი ხოზრევანიძემ ბერძნულ-რომაული სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა.