ახალციხეში მინი სტადიონები შენდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ახალი სტადიონები შენდება ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის №11-ში, მერაბ კოსტავას ქუჩა №75ა-ში, ყაზბეგის ქ. №42-ში, ქალაქ ვალეში და სოფელ მუგარეთში;
პროექტების ფარგლებში ეწყობა თანამედროვე სტანდარტების მქონე ხელოვნურსაფარიანი მოედნები, შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც 1 255 000 ლარია გათვალისწინებული.