ბაკურიანში ძიუდოში, საქართველოს და აფხაზეთი-სამაჩაბლოს მეგობრობის ტურნირი ჩატარდა
კურორტ ბაკურიანში, ძიუდოში "საქართველოსა და აფხაზეთი-სამაჩაბლოს მეგობრობის თასი" ტურნირი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ბორჯომისა და ადიგენის სპორტსკოლის სპორტსმენებმა.
ტურნირში მონაწილეობას, სხვადასხვა წონით კატეგორიაში ათზე მეტი სპორტსმენი იღებდა.
სპორტულ ღონისძიებას, ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ესწრებოდნენ. მათ პირველ ადგილზე გასული მოჭიდავე მეგობრობის თასით, ხოლო ტურნირის სხვა მონაწილეები მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.