ბორჯომელი დიმიტრი ხაჩიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
ბორჯომელი დიმიტრი ხაჩიძე ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის ფინალშია.
ამის შესახებ ინფორმაციას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დიმიტრი ხაჩიძემ 60 კგ კატეგორიაში, უკრაინელი ბოდრან ჰრიშინი 10-0 დაამარცხა და 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.