სასტუმრო ,,ტიფლისს" სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ტუროპერატორები ესტუმრნენ (ფოტო/ვიდეო)
26.04.2019
სასტუმრო ტიფლისმა კიდევ ერთი ინფოტურის ფარგლებში ოთხი ქვეყნის წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ტუროპერატორებმა საქართველოში უცნობი და ნაცნობი ადგილები დაათვალიერეს. ტურისტული ნაკადების გაზრდისა და სპეციალური პაკეტების შექმნის მიზნით ,,ოქეი თრეველის“ შემომყვანი ტურიზმის ხელმძღვანელმა კოლეგებს სასტუმრო ტიფლისში უმასპინძლა. თეონა ლემონჯავას აზრით, სამხრეთ საქართველოს უკეთ გასაცნობად სპეციალური ტური მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის დასათვალიერებლად უნდა მოეწყოს.
სამცხე-ჯავახეთი და ზოგადად საქართველო ის ადგილია, სადაც სულ გინდა რომ ჩამოხვიდე - ამბობს უკრაინის ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი. ელენა კვაშუკი ახალციხეში 30 წლის წინ იმყოფებოდა, მეორედ სამცხე-ჯავახეთს სასტუმრო ინფოტურის ფარგლებში ესტუმრა.
ელენასგან განსხვავებით საქართველოში პირველად იყვნენ ბელარუსიისა და ყაზახეთის ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები. მათთვის ყველაზე შთამბეჭდავი ლამაზი ბუნება, კულტურული ძეგლები და ქართული სტუმართმოყვარეობა აღმოჩნდა.
მორიგი ინფოტურის ფარგლებში ,,ტიფლისმა“ შვიდ ტურისტულ კომპანიას უმასპინძლა. სასტუმროს მენეჯერის გიორგი გურგენიძის თქმით, ტურის მთავარი დომინანტი ტრადიციული მესხური კერძებია. ასევე, დაგაინტერესებთ:
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.