სხვადასხვა
საკითხავი ქალებისთვის - რამდენად საშიშია შილაკის ხშირი გაკეთება
საქმიანი ქალისთვის შილაკი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩენაა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს კომფორტული საშუალება სულაც არ არის უსაფრთხო. სამედიცინო სფეროში კამათის საკითხია შილაკის შრობის პროცესი, რომელიც სპეციალური ულტრაიისფერი (ზოგიერთ შემთხვევაში LED) ნათურით ხდება და შესაძლოა, ის ჯანმრთელობისთვის საშიშიც კი აღმოჩნდეს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კანის კიბოს პრობლემებზე მომუშავე ამერიკული ორგანიზაციის სპეციალისტები.
დაავადების რისკი ძალიან მცირეა, თუმცა სრულად მისი გამორიცხვა არ შეიძლება. დერმატო-ვენეროლოგების თქმით, მათ ძალიან ბევრი პაციენტი მიმართავს, გელ-ლაქის ხშირი კეთების გამო დაზიანებული ფრჩხილებით. მკურნალობა კი არც ისე მარტივია, საკმაოდ დიდ დროსა და ხარჯებს მოითხოვს. ფრჩხილს რომ აზიანებს, ფაქტია, იწვევს ონიქოდისტროფიას. ფრჩხილის ანატომიის დარღვევას და მექანიკურ დაზიანებას. არიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ ონიქოდისტროფია და შილაკის ფონზე დაზიანებული ფრჩხილები, რა დროსაც ადვილად ჩნდება სოკოვანი დაავადებაც. ამ დროს ფრჩხილის ქსოვილი დაშლილია, არაერთგვაროვანია და მარტივად შეღწევადია სპორებისთვის.
სპეცილისტების თქმით, დაზიანებული ფრჩხილებით მისულ პაციენტებს შილაკის გაკეთებას უკრძალავენ, რაც შეეხება სიხშირეს, თუ ფრჩხილი იტანს, ამბობენ, რომ შილაკი შეიძლება ექვს თვეში ერთხელ გაკეთდეს. შილაკი გარდა იმისა, რომ შესაძლოა, ფრჩხილის სერიოზული დაავადების გამომწვევი გახდეს, აღმოჩნდა, რომ ოპერაციის გაკეთებისას დისკომფორტსაც ქმნის.
Տարածեք :