საქართველოში ვაქცინაცია იწყება, მოსახლეობის არცთუ ცოტა ნაწილი კი ამბობს, რომ აცრას არ გაიკეთებს. პროცესის მიმართ სკეპტიკურად ძირითადად, შუა ასაკის და ხანშიშესული ადამიანები არიან განწყობილნი. მათი ძირითადი არგუმენტი მწარმოებელი კომპანიის და გვერდითი მოვლენების შესახებ არაინფორმირებულობაა.
გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 168 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია თებერვლის ბოლოს დაიწყება და პირველ ეტაპზე, „ფაიზერის“ ვაქცინით სამედიცინო პერსონალის ნაწილი აიცრება. პროცესის ხელშეწყობისთვის, ევროკავშირი საქართველოს 40 მილიონ ევროს გამოუყოფს.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.