SSSS
დოკუმენტური ფილმი
ბრძოლა იდენტობისთვის
კიდევ ერთი გათენებული დღისთვის გულო მურსალოვა ღმერთს მადლობას უხდის და ტრადიციულ საქმიანობას იწყებს.

სოფელ აბასთუმანში გაზაფხულიდან დაზამთრებამდე ძირითად დროს ეზოში ატარებს. ხეხილიდან და სათბურიდან მიღებული შემოსავალი, მამის პენსიასთან ერთად, ოჯახის საარსებო წყაროა.

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა მისი გადასახლებული ოჯახი ფერღანიდან საქართველოში დაბრუნდა. ტრადიციისა თუ უსახსრობის გამო, ექიმ-ფსიქიატრის პროფესიას ვერ დაეუფლა. ექთანი გახდა, თუმცა სპეციალობით არასდროს უმუშავია.  19 წლის იყო, როცა მომავალი მეუღლე გაიცნო და დაოჯახდა.

ოჯახი მალე დაენგრა და შვილთან ერთად მამის სახლში დაბრუნდა. იხსენებს, რომ ვითარებაში გარკვევის შემდეგ, ხუთივე ძმა და მშობლები მხარში ამოუდგნენ და ცხოვრების თავიდან დაწყება შეაძლებინეს.

პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა ორჯერ დანგრეული ოჯახის შემდეგ მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა შვილები და მათ მომავალზე ზრუნვაა. იხსენებს, რომ სამშობლოში დასაბრუნებლად საცხოვრებლის გამოცვლა მის მშობლებს ათჯერ მოუწიათ. საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით, საკუთარი სახლიდან სამ საათში გამოძევებულები სხვადასხვა ქვეყანაში აღმოჩდნენ. ერთი მხრივ თვითმყოფადობის შენარჩუნება და მეორე მხრივ ადგილობრივებთან ინტეგრირება რთული პროცესი იყო. ფიქრობს, რომ ამის გამო მაჰმადიანი მესხები ტრადიციებს შორის ჩაიკარგნენ.

ბრძოლის უნარი მემკვიდრეობით მამისგან ერგო. 82 წლის ალიხან ყურაძე ნახევარსაუკუნოვანი მცდელობის შემდეგ, ისევ სოფელ აბასთუმანში ცხოვრობს, თუმცა გადასახლებიდან დაბრუნებამდე მძიმე და ტრაგიკული გზა გაიარა. 220 სოფლის ათასობით მოსახლის ცხოვრება საბჭოთა სისტემამ, რამდენიმე საათში შეცვალა. ალიხან ყურაძის ბავშვობა 7 წლის ასაკში დასრულდა.

,,იმ ღამით, სოფელ აბასთუმანში, დოკუმენტურ ფილმს გვიჩვენებდნენ. ხალხი დიდი კაკლის ხის ქვეშ იყო შეკრებილი, იქვე, ეკრანის მსგავსი რაღაც იყო და ფილმი გადიოდა. კადრებიც მახსოვს: კვამლი, აფეთქება, ჯარისკაცები გარბოდნენ. მერე დედის მუხლებზე ჩამეძინა. მე და დედა ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, დედა მეორედ იყო გათხოვილი და სხვაგან ცხოვრობდა, მე ბებიასთან ვიზრდებოდი. ბებია ადგა, კარი გააღო და მახსოვს, ნახევრად შიშველი გავიქეცი. სოფელი სავსე იყო დიდი მანქანებით, ფარების შუქით იყო განათებული ყველაფერი”.

82 წლის მოხუცი, თავისი გზის გამგრძელებლად ქალიშვილს მიიჩნევს. ამბობს, რომ თავისუფლება და ღირსება ის თვისებებია, რომელიც მტერსაც კი პატივისცემით განაწყობს.

სწორი გადაწყვეტილებებისა და თავდაუზოგავი შრომის გამო დედას გმირს უწოდებს ფრიდონი. თავზე ჭერი რომ აქვთ, გულოს მტკიცე და მებრძოლ ხასიათს უმადლის. ამბობს, რომ მთელი ცხოვრება დედა ქალის და კაცის ტვირთს ეზიდება.

მე-12 კლასელი აბიტურიენტი დისგან განსხვავებით გეგმებზე ღიად საუბრობს. იმის გამო, რომ უსამართლობას ბევრჯერ წააწყდა, პროფესიად იურისტობა აირჩი. უნდა სხვების და საკუთარი უფლებები დაიცვას.

გულო მძიმე ფიზიკური შრომით ცდილობს შვილების განსხვავებული მომავალი უზრუნველყოს. დარწმუნებულია, რომ კეთილდღეობა განათლებაზე გადის. საკუთარი პროფესია ამისთვის ვერ გამოიყენა, მაგრამ მედიცინის მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებია. სტუდენტობის დროს შეგროვებულ წიგნებს ხშირად უბრუნდება. ინტერნეტში კი ფარმაკოლოგიაზე სიახლეებს ეძებს. ასე მედიცინასთან კავშირს ინარჩუნებს. დარწმუნებულია, იმ ცოდნამ, რაც პროფესიაში ვერ გამოიყენა, ცხოვრებისეული სირთულიდან თავის დახსნის საშუალება მისცა.


Facebook Twitter
Հայտնի..
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
Օրացույց
«« Հունվար  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터seks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기tipobetbetigma girişmegabahisdizipaltürk ifşa킹콩티비matadorbet스마일퀄리티megabahisjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetBetigmajojobetbetkanyonsekabetcratosroyalbetcasibomcasibomcasibom girişdedebetjojobetbetpassahabet girişumzugsfirma wienmatbethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9099.comCasibomdizipalmarsbahisjojobetkulisbetmarsbahisultrabetjojobetcasibomgoogle hit botuJojobetcasibomholiganbetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotbetparkdeneme bonusu veren sitelerвсе казиноbetasus giriş1xbet girişcratosroyalbetjojobetHiltonbetdedebetsekabet girişmarsbahisExtrabetjojobet girişjojobet girişcasibom girişjojobetmarsbahissekabetcasibommarkajbetholiganbetholiganbetmeritkingvdcasinosahabetbetpaselexbetsekabetJojobetmagic mushroomscratosroyalbettaraftarium24betasus girişjojobet girişStreameastkiralık hackermatbetmatbetcasibomcasibomcasibommp3 juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibomsekabetholiganbetsahabetultrabetholiganbet girişjojobetjojobetjojobetjojobetdeneme bonusu veren sitelermegabahiscasibomdeneme bonusu veren sitelervaycasinoivermectinmatbetcasibomлучшие казинолучшие казиноbets10casibom girişsahabetcasibom1xbetdodobetiptv satın alcasinolevant