არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ მესხთა კავშირის” წარმომადგენლები “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” რეგიონულ კოორდინატორს შეხვდნენ.
ახალგაზრდებმა ჯიმშერ გოგოლაურს საქალაქო ტრანსპორტის მდგომარეობა გააცნეს. ახალციხის საკრებულოს დეპუტატს ასევე იურისტების მიერ შემუშავებული დებულება წარუდგინეს, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტის კრიტერიუმებს შეეხება.
შეხვედრა პროექტის „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანი ახალგაზრდების სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობაა.
პროექტს „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ ახორციელებს, რომელსაც სამცხე-ჯავახეთში პარტნიორობას არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ-მესხთა კავშირი“ უწევს.