შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. "მთვრალი ყოფილა და ცოლ–შვილი ჩაუჯენია მანქანაში. სხვა სოფელში მიდიოდნენ. გზაში რამდენჯერმე საავარიო სიტუაცია შეუქმნია. შეშინებული ქალი ბავშვებიანად გადმომხტარა. თურმე ქმარი ეჩხუბებოდა მანქანაში ჩაჯექიო. ამ დროს ნასვამი მაზლი უკნიდან მიადგა და გოგო ორივემ სცემა" – ამბობენ ბრალდებულების სოფელ კლდეში.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, 13 აპრილს, ორივე მათგანს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულების ადვოკატი ამბობს, რომ იაკობ ბლუაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და ცოლზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს. მისი ძმა კი ამბობს, რომ მანქანაში ჩაჯდომის მიზნით, რძალს ხელი მკლავზე მოჰკიდა.
დაზარალებულის თქმით, მათ ოჯახში ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. ბრალდებული ამასაც უარყოფს.
"აღკვეთის ღონისძიებად გირაოს სახით თითოეულზე 10 ათასი ლარი შევთავაზეთ, თუმცა სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დაზარალებულმა დაწერა განცხადება, რომ არც მეუღლისა და არც მაზლის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს", – ამბობს ნოდარ აკოფაშვილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.