ეკონომიკა
რომელ უწყებას რამდენი ავტომობილი ემსახურება
სახელმწიფო უწყებების ნაწილი არ ასაჯაროვებს მათ დაქვემდებარებაში რამდენი ავტომობილია. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის „ბიუჯეტის მონიტორის“ ანგარიშიდან ჩანს. ერთთ-ერთი ასეთი, შინაგან საქმეთა სამინისტროა.
მსგავსი შემთხვევების გამო, ჯამურად რამდენი მანქანაა სახელმწიფო უწყებების ბალანსზე, უცნობია, თუმცა ძირითად შემთხვევაში ინფორმაცია მაინც ხელმისაწვდომია.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 6 თვის მდგომარეობით, ავტომობილების რაოდენობით გამოირჩეოდა საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და თავდაცვის სამინისტროები.
უფრო კონკრეტულად ინფორმაცია, „ბიუჯეტის მონიტორზე“ დაყრდნობით, სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობის შესახებ:
- პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 76 ავტომობილი
- პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 3 ავტომობილი
- მთავრობის ადმინისტრაცია - 18 ავტომობილი
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 12 ავტომობილი
- ფინანსთა სამინისტრო - 98 702 ავტომობილი
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 70 ავტომობილი
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 152 ავტომობილი
- იუსტიციის სამინისტრო - 84 ავტომობილი
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 63 ავტომობილი
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - 479 ავტომობილი
- თავდაცვის სამინისტრო - 160 ავტომობილი
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - აუდიტის სამსახურს ინფორმაცია არ მიაწოდა
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 263 ავტომობილი
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 128 ავტომობილი
- კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 33 ავტომობილი
გააზიარეთ :