2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიიღეს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 25 კანდიდატი მონაწილეობდა. აქედან 19 პოლიტიკური სუბიექტის, ექვსი კი საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო დასახელებული. თუმცა მეორე ტურში გადასვლა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია უჭერს მხარს და პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ შეძლეს.
არჩევნები 73 საარჩევნო ოლქში გაიმართება.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 504 082 ამომრჩეველია, საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 795 ამომრჩეველი, ჯამში სულ – 3 518 877 ამომრჩეველი.