არჩევნები
აბასთუმანში შუალედური არჩევნებისთვის ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა
საკრებულოს 2019 წლის 19 მაისის შუალედურ არჩევნებში, აბასთუმნის #2 საარჩევნო უბანზე, მაჟორიატი დეპუტატობის ცხრა კანდიდატი მონაწილეობს. ადიგენის #38 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ პარტიების მიერ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადები ამოიწურა, საბოლოო მონაცემებით კი, კანდიდატი ცხრა პარტიამ წარადგინა. ესენია:
- „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - გიორგი კოღუაშვილი;
- „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” - ზურაბ ხუციშვილი;
- „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - მედეა სოლოდკო;
- „ახალი ქრისტიან-დემოკრატები” - ანიკო ბუცხრიკიძე;
- „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო” - დავით ალხანაშვილი;
- „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ცისანა მელიქიძე;
- „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)” - დავით ბახტაძე;
- „ქრისტიან-კონსერვატორები” - გრიგორი დარსანია;
- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - გენადი ბოლქვაძე.
კანდიდატი არ დაასახელა ორმა ოპოზიციურმა აპრტიამ - „ევროპულმა საქართველომ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.
ამომრჩეველს კანდიდატი მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" წარუდგინა.
გააზიარეთ :