SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
ჯანდაცვა
რა არის ყირიმ-კონგოს ცხელება?

 

ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ - ადამიანს.

დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. სამწუხაროდ, ეს საკმაოდ მძიმე ვირუსული დაავადებაა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება. დაავადებულთა დაახლოებით 40% იღუპება. ხშირ შემთხვევაში მკურნალობას არ ექვემდებარება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

• ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების აფეთქებისას ლეტალობის კოეფიციენტი შეადგენს 40%-ს. 
• ვირუსი გადაეცემა ადამიანს შინაური ცხოველიდან ტკიპით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ხდება ინფიცირებული ადამიანის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან მჭიდრო კონტაქტისას.
• რაიმე ეფექტური ვაქცინა ადამიანებისა და ცხოველებისათვის არ არსებობს.

დაავადება პირველად აღმოჩნდა 1944 წელს ყირიმში, მოგვიანებით აღირიცხა კონგოში, ნიგერიაში, სენეგალსა და კენიაში. ინფექციის სეზონურობა მოიცავს მაის-აგვისტოს პერიოდს.

ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 1-დან 14 დღემდე (უფრო ხშირად 2-7 დღე). დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, სხეულის ტემპერატურის 39-40°С–მდე აწევით.
აღინიშნება მკვეთრად გამოხატული თავის ტკივილი, სისუსტე, ძილიანობა, კუნთების, სახსრების, მუცლის არეში ტკივილი, ზოგჯერ თან ახლავს ღებინება, სახის, კისრის და გულმკერდის ზედა ნაწილის კანის გამოხატული სიწითლე (კაპიუშონის სიმპტომი).

ვირუსი აზიანებს სისხლძარღვების ენდოთელიუმს, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქსა და ჰიპოთალამუსს, რაც იწვევს სისხლის შედედების პროცესის დარღვევას. დაავადების მე-2-მე-6 დღეს ვითარდება ჰემორაგიული სინდრომი - გულმკერდის გვერდით ზედაპირებზე, მხრის სარტყლის მიდამოში, ზედა და ქვედა კიდურებზე ჩნდება უხვი ჰემორაგიული გამონაყარი.

აღინიშნება სისხლჩაქცევები ინექციის ადგილებში, ცხვირიდან, ღრძილებიდან სისხლდენა. შესაძლებელია გონების დაკარგვის ეპიზოდები. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა პროგნოზს კიდევ უფრო ამძიმებს.

მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება საშუალოდ, 12 დღის განმავლობაში, გამოჯანმრთელების პროცესი ხანგრძლივია, საერთო სისუსტე და ასთენია შეიძლება შენარჩუნდეს 1-2 თვის განმავლობაში. ლეტალური გამოსავალი შეიძლება დადგეს თანდართული გართულებების - ფილტვების შეშუპების, სეფსისის, თირკმლის მწვავე უკმარისობის, პნევმონიის შედეგად.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების დაიგნოსტირება ხდება სხვადასხვა ლაბორატორიული ტესტით.

მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ღონისძიებები. იმის გამო, რომ არ არსებობს ვაქცინა, ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება არის ადამიანთა ინფორმირება რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებით.

• დამცავი ტანსაცმლის ტარება (გრძელი შარვლები და გრძელი სახელოები);
• ღია ფერის ტანსაცმლის ტარება, რომელზედაც ადვილად გამოჩნდება ტკიპა;
• ტანსაცმლის და კანის საფარველის რეგულარული დათვალიერება ტკიპის აღმოჩენის მიზნით, მისი არსებობის შემთხვევაში კი უსაფრთხო მეთოდებით მოცილება.
• ტკიპების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება ცხოველთა სადგომში;
• ცხოველის დაკვლის ან მოვლის დროს ხელთათმანებისა და დამცავი ტანსაცმლის ტარება.
• მოვერიდოთ დაინფიცირებულ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტს;
• დაინფიცირებული ადამიანის მოვლისას ჩავიცვათ ხელთათმანები და დამცავი ტანსაცმელი.
• რეგულარულად დავიბანოთ ხელები.

წაიკითხეთ: 
ასპინძაში ყირიმ კონგოს დიაგნოზით, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetbağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planısahabetjojobetjojobetjojobetholiganbetdizipaltürk ifşa킹콩티비vozol배트맨티비jojobetzlotbetturkey스마일퀄리티betpasholiganbetotobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortPusulabethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetmatbetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahismatbetStreameastholiganbet girişganobetenjoybetsmartbahiscasibomtrendbetBets10pusulabetpusulabetmatbetnakitbahisJojobet 1107kavbetkavbetmatbetjojobetGrandpashabetgobahistrendbetgobahisgiftcardmall/mygiftcasibommarsbahismarsbahis girişmatbet girişlimanbetcasibombetparkmatadorbetcasibomcasibomonwinyakabetcasibomcasibompashagamingpashagamingwinxbetSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahistrendbetholiganbetwinxbetwinxbetwinxbetpadişahbetkavbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişCasibomdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortbahçeşehir escortbets10kolaybet girişJojobetmatbetmatbetStreameastfixbetcasibomtimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegrambetparkcasibompusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmaholiganbetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноJojobet 1107holiganbetdeneme bonusu telegramStreameastrbetjojobetjojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobet