ახალციხეში, მეხუთე საჯარო სკოლის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნათია ნებერიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ პოსტი მან, საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.
როგორც სოციალური ქსელში ნათია ნებერიძე წერს, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად, მეხუთე საჯარო სკოლის ხელმძღვანელობამ ფინანსური კრიზისი დაუსახელა.
ნათია ნებერიძე, მეხუთე საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგად გასული წლის სექტემბრიდან მუშაობდა.
"პირველად არ ვიცი როგორ დავიწყო, ან რა დავწერო
მართლა არ ვიცი...
ყველაზე რთული კითხვა დილით დამისვეს :
- დე, რატომ გამოგაგდეს სკოლიდან ?!!
აქ ბევრი მყავხართ ვინც ამ კითხვას ცინიკური ღიმილით უპასუხებდით ... სამწუხაროდ ბევრნი ხართ.
ოფიციალურად კი სკოლამ ფინანსური კრიზისის გამო( დიახ, სწორად კითხულობთ ) ჩემთან თანამშრომლობა შეწყვიტა .
ეს ამბავიც დასრულდა" - წერს ნათია ნებერიძე საკუთარ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.