სტუმრების მასპინძლობა უკვე შეუძლიათ სასტუმროებს და რესტორნებს. რვა ივნისიდან მუშაობის განახლების უფლება მიეცათ იმ სასტუმროებს, რომლებმაც გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და აქვთ სტუმრების მასპინძლობის ნებართვა. თუმცა, ახალციხეში არსებული სასტუმროებიდან ასეთი არც ერთია.