რელიგია
სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მორწმუნეებს წესების დაცვა მოუწევთ
საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მისულ მრევლს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე, წერია, რომ აუცილებელია ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია. საპატრიარქოში, აგრეთვე, აღნიშნავენ, რომ ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები საჭირო არ იქნება.
"ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების მიზნით ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა. აუცილებელია ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია" – აცხადებენ საპატრიარქოში.
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, 11 ოქტომბერს, რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა ახალციხელ მრევლს ეპარქიის წინამძღვარმა საკვირაო ქადაგებაზე. მეუფე თეოდორეს თქმით, პირბადის ტარება მარტო თავის დაცვის მიზნით კი არ არის აუცილებელი, არამედ კურთხევაა, რომელიც ყველამ უნდა შეასრულოს.
ასევე, დაგაინტერესებთ:
მეუფე თეოდორე მრევლს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს
გააზიარეთ :