რელიგია
"ალილოს" მონაწილეები ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს ესტუმრნენ
აბასთუმნის დედათა მონასტრის სამრევლო სკოლის ბავშვებმა, დღეს 7 იანვარს საშობაო "ალილო" მოაწყვეს და ახალციხეში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს მეუფე თეოდორეს რეზიდენციაში ესტუმრნენ. მეუფეს მათ შობის დღესასწაული მიულოცეს.
ალილოს მონაწილეებმა იგალობეს და მეუფისგან საშობაო საჩუქრებიც მიიღეს.
ინფორმაციას და ფოტოებს, ახალციხის დედათა მონასტერი ავრცელებს.
მართლმადიდებლური სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა, ზოგიერთ ტაძარში კი საღმრთო ლიტურგია დღეს დილიდან გაიმართა. დღესასწაული აღინიშნა სამცხე-ჯავახეთის ყველა მოქმედ ტაძარში.
გააზიარეთ :