მუზეუმები და მუზეუმნაკრძალები ვიზიტორებისთვის დროებით დაიხურა
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარების წარმოქმნის გამო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორთა დაშვებას დროებით ზღუდავს.
მუზეუმი დროებით დაიხურა ახალციხეშიც. სამხცე–ჯავახეთის მუზეუმის მენეჯერის ციური ლაფაჩის განმარტებით, თანამშრომლები სამუშაოებს დისტანციურ რეჟიმში შეასრულებენ.
დადგენილი რეგულაციების შესრულებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს და ტურისტულ კომპანიებს დაგეგმილი ვიზიტებისა და ტურების გადავადებისკენ მოუწოდებს.
"მუზეუმ ნაკრძალების ადმინისტრაციის თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებისა და ეპიდემიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ დაქვედებარებაში მყოფ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში დამთვალიერებელთა მიღება სამედიცინო უსაფრთხოების დადგენილი წესების გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
სამუზეუმო სივრცეების გახსნის შესახებ განცხადებას სააგენტო წინასწარ გაასაჯაროებს“ - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.