ახალციხეში წელს საშობაო ალილო არ ჩატარდება. წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიცია კორონავირუსის პანდემიის გამო დაირღვა.
რაც შეეხება სადღესასწაულო ლიტურგიას, საშობაო ლოცვა 16:00 საათზე, ხოლო წირვა - 23:45 საათზე დაიწყება.
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მმართველი მრევლს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს. "ჩვენი თხოვნაა: წირვის დასრულებამდე გეკეთოთ პირბადე და დაიცვათ დისტანცია. გახმოვანების საშუალებით ხმა ისმის ეზოშიც და ხალხმრავლობის შემთხვევაში, შეიძლება გადანაწილდეთ ეზოში.
ამ შემთხვევაში, გთხოვთ, ჩაიცვათ თბილად!
ბედნიერ შობას გისურვებთ!" - ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.
ახალციხეში საშობაო ალილო ყოველწლიურად ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ იოანე გელაშვილის ინიციატივით ტარდებოდა. ქალაქის ქუჩებში მსვლელობა ეწყობოდა და მოძღვარი მოსახლეობას უფლის შობას ახარებდა. ამ დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შესაწირი გაეღოთ. შეგროვებული პროდუქტი და ტანსაცმელი ყოველწლიურად ნინოწმინდის ბავშვთა სახლს გადაეცემოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.