ახალციხელობას წელს სპორტული და კულტურული ღონისძიებებით აღნიშნავენ
ორ დღეში, ახალციხეში სახალხო–საეკლესიო დღესასწაული აღინიშნება. 30 ივნისი დიდმოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღე და ქალაქის დღესასწაულია.
მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები ახალციხეში დილიდანვე დიწყება. 10:00 - 13:00 დაგეგმილია სადღესასწაულო წირვა წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში. ლოცვის შემდეგ ღონისძიებები ახალციხის ციხეზე გაგრძელდება.
14:00 – 17:00 - ახალციხის სამხატვრო სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა;
14:00 – 17:00 - ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა;
14:00 – 17:00 - ახალგაზრდული საქმიანობის პრეზენტაცია;
14:00 – 16:00 - შეჯიბრი ჭადრაკში, შაშში;
15:00 -16:30 - საჩვენებელი გამოსვლები კარატეში;
16:00 – 16:30 - სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება;
16:30 – 17:00 - ახალციხის მერის სტიპენდიანტთა დაჯილდოება;
17:00 - 18:00 - საპატიო ახალციხელების დაჯილდოება;
18:00 – 19:00 - ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი.