ახალციხეში სამუსიკო სკოლა აშენდება
2025 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში სამუსიკო სკოლის მშენებლობა იგეგმება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შალვა ახალციხელის ქ. №5-ში არსებული ყოფილი ბაგის შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი შენობის აშენება, სადაც მოეწყობა სასწავლო კლასები, საკონცერტო დარბაზი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით მე-4 წელია მუსიკალური სკოლაში სწავლა ყველასთვის უფასო გახდა. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ ცოდნას საფორტეპიანო, სავიოლინო, საგუნდო, ფლეიტისა და დასარტყამი ინსტრუმენტების განხრით.