რეგულაციების გამო, ახალციხეში მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილი მოძრაობს, ნაწილი არა
11:15 / 18.08.2021
საქართველოში კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების ამოქმედებიდან ხუთი დღე გავიდა, ახალციხის მუნიციპალიტეტში კი ჯერ ვერ გაურკვევიათ, რომელი მიმართულებით აღარ მოძრაობს ტრანსპორტი. ახალციხის მერი ირწმუნება, რომ შეზღუდვა მხოლოდ საქალაქოს შეეხო, რომელსაც მგზავრები ქალაქის ტერიტორიაზე გადაჰყავს. ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ სოფლების მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები ჩვეულებრივ მოძრაობს.
სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი კი ამბობს, რომ შეზღუდვა მთელი მუნიციპალიტეტის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს ეხება. ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, მისი კომპანიის ტრანსპორტი 14 აგვისტოდან გაჩერებულია. ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, მეხუთე დღეა გაჩერებულია ვალეს, აწყურის, ურავლის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.