ფარავანის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
აღნიშნულ მონაკვეთზე, შეზღუდვები გუშინ, 6 თებერვალს უამინდობის გამო დაწესდა.