ბირთვული საფრთხე არის ფსიქოლოგიური ომი, პუტინი ფსიქოლოგიურად მანიპულირებს - სალომე ზურაბიშვილი
ბირთვული საფრთხე არის ფსიქოლოგიური ომი. თუ გადავხედავთ ვლადიმერ პუტინის წარსულს, დავინახავთ, რომ ის თავდასხმით ფსიქოლოგიურად მანიპულირებს. ის უფრო ძლიერია ფსიქოლოგიურ შეიარაღებაში, ვიდრე კლასიკური ომის წარმართვაში - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში რუსეთის მიერ უკრაინაშისამხედრო ინტერვენციაზე საუბრისას.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პუტინის ყველა გათვლა არასწორი აღმოჩნდა:
,,ყველა მისი გათვლა არასწორი იყო. მისი გათვლა უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობაზე მცდარი გამოდგა. გათვლები უკრაინის მიმართ პოლიტიკურ რეაქციაზე მცდარი იყო. არსებობდა აზრი, რომ ზელენსკი ახალგაზრდაა, გამოუცდელია და ის მაშინვე დანებდებოდა. პუტინის გათვლები ასევე მცდარი იყო ევროკავშირზეც. ჩემი აზრით, მისი გათვლა, რომ ბირთვულ საფრთხეს შეიძლებოდა უკრაინელები დაეშინებინა, ასევე მცდარი აღმოჩნდა" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.