დღის ფრაზა
რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზულ დარტყმას განიცდის - დიმიტრი პესკოვი
რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზული ზეწოლის ქვეშაა, სერიოზულ დარტყმას განიცდის, მაგრამ არის უსაფრთხოების ზღვარი, არის პოტენციალი, გვაქვს გეგმები. მიმდინარეობს ენერგიული მუშაობა და ჩვენ ფეხზე დავდგებით, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
სანქციების ფონზე რუსეთში შემოღებულ სპეციალურ ეკონომიკურ ზომებთან დაკავშირებით პესკოვმა განმარტა, რომ ისინი გამოწვეულია „მტრული ხასიათის გარკვეული ქმედებებით, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ ჩვენი ეკონომიკის მთლიანობა“.
„ამ პირობებში მიიღება ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს რისკებისა და შედეგების მინიმიზაციას და დაგვაზღვევს ეკონომიკის რყევისგან“, – განაცხადა მან.
პესკოვის თქმით, ვინაიდან „არამეგობრული ზომები“ უპრეცედენტოა, ასეთ პირობებში რუსეთმა უნდა იმოქმედოს „მტკიცედ, გააზრებულად და ნათლად".
ასევე ნახეთ:
ბირთვული საფრთხე არის ფსიქოლოგიური ომი, პუტინი ფსიქოლოგიურად მანიპულირებს - სალომე ზურაბიშვილი
გააზიარეთ :