დღის ფრაზა
"სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ ვერავის ვინც დაგვეხმარება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის ორი ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებით რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის საექსპედიციო ძალებისთვის მიმართვის დროს.
მისი თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის და ზოგიერთი საერთაშორისო კომპანია "მოლოდინის რეჟიმშიც" კი გადავიდა:
"ჩემი შეხედულებით რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის. თუმცა მესმის თუ რატომ დუმს მსოფლიო განსაკუთრებით უკრაინის 2 ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდების შემდეგ. გვესმის სიტყვები, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამ ატომური ელექტროსადგურების ხელში ჩაგდებით რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს.
რა პასუხი გასცა მსოფლიომ - არანაირი. ბევრი მსოფლიოს წამყვანი კომპანია ამ დრომდე არ გასულა რუსეთის ბაზრიდან. სანქციებს, ჩვენ მეტი ვიცით იმიტომ რომ ქვეყანაში ომი გვაქვს და ვაკვირდებით თუ რამდენად ეფექტურია ეს შეზღუდვები. ბევრი კომპანია, რომელმაც განაცხადა რომ რუსული ბაზრიდან გავიდოდა, მოლოდინის რეჟიმში გადაერთო. ისინი მიმდინარე პროცესების დასრულებას და რუსული ბაზარზე ხელახალ დაბრუნებას ელოდებიან. ამ ადამიანებს 97 დაღუპული ბავშვის ბედი არ ანაღვლებთ. არც დანგრეული სახლები და განადგურებული დასახლებები. ეს ნიშნავს რომ უკრაინას ატყუებენ, ზუსტად ისევე როგორც ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით.
სიმართლე გითხრათ ვერ ვხედავ ვერავის ვინც დაგვეხმარება. თუ ეს ადამიანები სისხლისღვრას აიგნორებენ, მაშინ მსოფლიო ვერაფერს შეძლებს. რუსეთი ახლა უნდა შევაჩეროთ, სანამ კიდევ უფრო შორს არ წასულა. იმდენად მკაცრი სანქციები უნდა დავაწესოთ რომ ომზე ფიქრიც კი ვერ გაბედონ.
აუცილებელია რომ რუსული ბანკები სვიფთის სისტემიდან საბოლოოდ გათიშონ, ასევე რუსული ფლოტი იზოლაციაში მოაქციონ და რუსეთი აგრესორ სახელმწიფოდ გამოაცხადონ. ეს აუცილებელია როგორც ჩვენთვის ასევე თქვენთვის. დამიჯერეთ რუსული პროპაგანდისტული მანქანის შეჩერება ჯერ კიდევ შეგვიძლია. აუცილებელია თქვენთან ერთად ვიმოქმედოთ და მტერი ჩვენ მიწაზე დავამარცხოთ, თორემ ის თქვენამდეც მოვლა.
გიტანას ნაუსედამ კარგად იცის, რომ თუ უკრაინა ვერ შეაჩერებს მტერს, რუსეთი ბალტიისპირეთს მიადგება. ასევე პოლონეთმაც და ფინეთმაც", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :