კულტურა
ხელოვნება ერთიანობის გადმოსაცემად - უჩვეულო გამოფენა ახალციხეში
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან უჩვეულო გამოფენა მოეწყო. ამერიკის საელჩოს კამპანიის ფარგლებში „საქართველოს აერთიანებ შენ“ ქართული ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტების ამსახველი 88 ფოტო გამოიფინა.
“ერთიანობა” არის ძლიერი ერის საფუძველი. ჩვენც სწორედ ამის გადმოცემა გვინდა ხელოვნების დახმარებით… რამეთუ ხელოვნებას შეუძლია გამოხატოს ის, რისი თქმაც არ ხერხდება სიტყვებით.
ჩვენი კამპანიის “საქართველოს აერთიანებ შენ” ფარგლებში, გამორჩეული ქართველი ხელოვანების დახმარებით მოვაწყეთ გამოფენა, რომელიც ეძღვნება დათითოკაცების საფრთხეებს და გვიჩვენებს თუ რა დადებითი ეფექტი აქვს ერთიანობას ჩვენი ერისთვის.
ეს გამოფენები შექმნილია იმისთვის რომ მოხიბლოს, შთააგონოს და გააერთიანოს ჩვენი ერი" - ნათქვამია კამპანიის „საქართველოს აერთიანებ შენ“ განცხადებაში.ამერიკის საელჩოს კამპანია საქართველოს 8 ქალაქში ხორციელდება: ახალციხეში, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და გორში.
ფოტოები: ჯაბა ნათენაძე
გააზიარეთ :