ბორჯომში, საარჩევნო საკითხებზე, სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
21:25 / 22.09.2018
ბორჯომში, საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოში ქეთი მაისურაძემ გახსნეს.
საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები, ადმინისტრაციული რესურსები და პირადი სოციალური საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიისთვის, სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვის პრაქტიკული საკითხები და ამ კუთხით არსებული საერთაშორისო გამოცდილება - ეს ის თემებია, რომლებზეც სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებთან ერთად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პოლიტიკური პროცესებისა და საარჩევნო სამართლის ოფიცრის ჩართულობით მონაწილეები მსჯელობენ.
,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა იმართება, რომელსაც ესწრება საერთო სასამართლოების ყველა ის მოსამართლე, რომელიც საარჩევნო საკითხებს და საარჩევნო დავებს იხილავს.
ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ერთგვაროვანი განხილვისა და იმ საკანონმდებლო განახლებული მოცემულობის თვალსაზრისით იყოს განხილული ყველა საარჩევნო საკითხი დავების ეფექტიანობასთან მიმართებაში.
მინდა ცალსახად მადლობა გადავუხადო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ამ თანამშრომლობისა და ხელშეწყობისთვის. ასევე ჩვენს ხელშემწყობ დონორ ორგანიზაციას და პარტნიორს საარჩევნო სისტემების საერთშორისო ფონდს და USAID-ს ჩვენი ფინანსური მხარდაჭერისთვის” - აღნიშნა თამარ ჟვანიამ მედიასთან საუბრისას.
სამუშაო შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისია უზენაეს სასამართლოსთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით მართავს. შეხვედრა ორდღიანია და ბორჯომში 22-23 სექტემბერს გაიმართება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.